top of page

Ჩემ შესახებ

Author of the book. Nina Linchiki. A young woman with long dark hair and green eyes.

Nina Linchiki - Clinical Psychologist, poet, and member of the IPOS (International Psycho-Oncology Society)

Nina was 26 years old when she received the diagnosis of Non-Hodgkin's Lymphoma. Suddenly thrust into the role of a cancer patient, she grappled with profound existential questions: Who am I? What do I desire in life? Her answer was clear: to focus on her recovery and inspire others facing similar challenges worldwide. Throughout her treatment journey, she wrote a book titled "This Will Pass Too - Beat Cancer with Zero Fear," sharing her inspirational story of winning over cancer.

ისევე, როგორც შენ,
მეც არაერთხელ დამიკარგავს იმედი. პირველად მაშინ, მამა რომ გარდამეცვალა და მეორედ... არ მახსოვს.


თუმცა ვიცი, რომ ბევრჯერ დავკარგე იმედი,
მაგრამ არა კიბოსთან ბრძოლაში.


ბავშვობიდან გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. შემიძლია ყველა სიტუაციაში აღმოვაჩინო ნათელი წერტილი და ჩემს შესაძლებლობად ვაქციო. მჯერა, რომ ეს დედას დამსახურებაა, რომელმაც ბავშვობიდან შთამაგონა,
რომ რთულ სიტუაციებში მფარველი ანგელოზი მიცავდა.

 

 



ჩვენც შეგვიძლია გავხდეთ ერთმანეთის მფარველი ანგელოზები.

რას ვურჩევდი ადამიანებს, რომლებიც ამჟამად მძიმე დაავადებებს ებრძვიან?

უპირველეს ყოვლისა, გირჩევ, სიმშვიდე შეინარჩუნო. ნუ შეგაშინებს დიაგნოზი.

თუ ჯერ კიდევ ღელავ, მოუსმინე შენს სხეულს, ჰკითხე მას, რა დაგეხმარება დამშვიდებაში და დაბრკოლების გადალახვაში.

ჩამოწერე ყველა შესაძლებლობა და დაალაგე პრიორიტეტები.

როდესაც გრძნობ შფოთვის ან შიშის მოულოდნელ შემოტევას, ღრმად ჩაისუნთქე და რაც შეიძლება ხშირად შეახსენე საკუთარ თავს, რომ ეს დროებითია და ესეც გაივლის.

სთხოვე დახმარება საყვარელ ადამიანებს. ნუ ჩაიკეტები ოთახში.

ისაუბრე პრობლემის შესახებ და გახსოვდეს, რომ
შიშიც და შფოთვაც შენი არსებობის გამოძახილია.


ჯეკ მას სიტყვები რომ გამოვიყენოთ: "დღევანდელი დღე რთულია, ხვალინდელი დღე შეიძლება კიდევ უფრო მკაცრი აღმოჩნდეს, მაგრამ მზე აუცილებლად გამოანათებს ზეგ!"

რომ დავაკვირდი:

როდესაც ვიგებთ ვინმე მარცხდება, ჩვენი თვითშეფასებაც იკლებს. რატომღაც, შეიძლება დავიჯეროთ, რომ თუ "მან" ეს ვერ შეძლო,
ვერ შევძლებთ ჩვენც. ამიტომ ყოველთვის ვურჩევ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, არასოდეს გააიგივონ საკუთარი თავი სხვის დაბრკოლებებთან.

 

„თუკი ვინმე ბრძოლის გზაზე დამარცხდა, არ ნიშნავს, რომ მეც იგივე მელის" ამიტომ გამოვიყენე ეს სიტყვები ჩემი წიგნის დევიზად.

კიბოს ქონა არ არის განსაკუთრებული მდგომარეობა; ეს არის ერთ-ერთი ცხოვრებისეული დისკომფორტი. საბოლოო ჯამში, შენ დაძლევ ამ დაბრკოლებას მაშინ, როდესაც მას აღარ მისცემ უფლებას ზეგავლენა მოახდინოს შენს ემოციებზე.
 

არ აქვს მნიშვნელობა რა სიტუაციაში ხარ ახლა, შრომისმოყვარეობით, შეუპოვრობით და თანმიმდევრული მოქმედებით, მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

ყველაზე ტკბილი გამარჯვება კი ყველაზე ეკლიან გზებზე მიიღწევა.

წიგნი "ესეც გაივლის" შეიძლება უნიკალური იყოს შენთვის ან შენი საყვარელი ადამიანისთვის, ვისაც კიბოს დიაგნოზი სულ ახლახანს დაუსვეს.

Სიყვარულით,

ნინა

bottom of page