იანვარი საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმართ ცნობადობის ამაღლების თვეა
(რეკომენდაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან)
მთავარი ნაბიჯები :
ინფორმირება. წაიკითხე, მოიძიე ინფორმაციები საშვილოსნოს ყელის კიბოსა და პაპილომა ვირუსის შესახებ (HPV), რომელიც ამ სიმსივნის გამომწვევია. დაეხმარე შენს ირგვლივ მყოფ სხვა ქალებსაც, რომ მეტი იცოდნენ მის შესახებ.
ჩაიტარე გამოკვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციული გამოკვლევა იწყება 30 წლის ასაკიდან და გრძელდება პერიოდულად.
გაიკეთე ვაქცინა. პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორ დოზად კეთდება, რომელიც შეიძლება დაიწყოს 9-დან 14-წლამდე გოგონებში. მეტ ინფორმაციისთვის გაესაუბრე შენს გინეკოლოგს.
და მაინც, რა არის საშვილოსნოს ყელის კიბო ? იხ. სტატია
ეს კიბოს ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც ჩნდება საშვილოსნოსა და საშოს გადაკვეთის ადგილას.
მისი გამომწვევი პირველწყარო პაპილომა ვირუსია, რომელიც სექსუალურად გადამდები ინფექციაა. თუმცა, იგი შეიძლება სხვა მიზეზებითაც იყოს გამოწვეული.
როგორ გავიგო, მაქვს თუ არა საშვილოსნოს ყელის სიმსივნე ?
სკრინინგი მოიცავს რეგულარულ გამოკვლევებს, გინეკოლოგის კონსულტაციას, პაპილომა ვირუსის PAP ტესტს და აუცილებლობის შემთხვევაში, კოლპოსკოპიას ან ბიოფსიას.
საშვილოსნოს ყელის ადრეული გამოკვლევა დაგეხმარება საწყის ეტპაზე გამოავლინო პათოლოგიური ცვლილებები, დროულად დაგეგმო შესაბამისი მკურნალობა და გადაარჩინო შენი სიცოცხლე.
გაეცანი მაიოს კლინიკის საინფორმაციო ვიდეოს ინგლისურ ენაზე.
Comments