"სანამ ვინმეს განკურნებას დააპირებ, დაფიქრდი, სურს თუ არა თავად მას დათმოს ყველაფერი, რამაც ავად გახდომამდე მიიყვანა?" ― ჰიპოკრატე
სირთულეები - ეს არის ის, რაც ჩვენი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ცხოვრების მოზაიკას აყალიბებს. კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაც, ზოგიერთისთვის, ნამდვილი გამოწვევა ხდება. სწორედ ამიტომ, დღეს, ამ ბლოგის წასაკითხად გიწვევ, რათა ერთად შევაჩეროთ ყურადღება ჯანმრთელობის ცნების მეტად ღრმა ანალოგიაზე. ამ შეხედულების თანახმად, ჯანმრთელობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ, ყოველდღიურად განცდილი კეთილდღეობა.
დამეთანხმები, რომ ცხოვრებისეულ სირთულეებთან ერთად, ჩვენი მთლიანობისთვის საკვანძო ასპექტებს ფაზლის სხვა ნაწილებიც ქმნის - ესენია: ჩვენი პიროვნება, ჯანმრთელობა, ურთიერთობები, მოვლენები, გარემო და თავად, დაავადება.
ზოგჯერ, ვერც ვაცნობიერებთ, როგორ თავსდება თავისით არასწორი ფიგურები ფაზლის დიდ სურათში.
ზოგჯერ კი ჩვენვე ვრთავთ ნებას ამ არასწორ ნაწილებს, ჩვენი ცხოვრების შემადგენელ ელემენტებად იქცნენ.
შესაბამისად, თუკი გვსურს, ჩვენი ჯანმრთელობა იყოს ძლიერი და სოლიდური, უნდა მოვიძოთ, ან საკუთარი ხელებით შევქმნათ ფაზლის გამოტოვებული ნაწილები, შევავსოთ ე.წ. თეთრი სივრცეები და მივაღწიოთ ტრავმებისაგან განკურნებას.
ახლა, ნება მომეცი გესაუბრო შენი ჯანმრთელობის ოთხ განზომილებაზე:
1. შენი გონება - როგორც მენტალური, სულიერი "მე".
ამ ცენტრალურ ნაწილში შენ არსებობ, როგორც ადამიანი, ინდივიდი.
- როგორც მოაზროვნე, ჭკვიანი, კეთილი, სევდიანი, მხიარული, ზოგჯერ აჟიტირებული, წყნარი ან ხმაურიანი, ემპათიური ან აპათიური, ემოციური, მოსიყვარული და მზრუნველი, ცხვირაწეული ან ნარცისი...
შენი გონება გამდიდრებულია მეხსიერებით, გამოცდილებებით, სურვილებითა და ვნებებით, დანაკარგებითა და მიღწევებით, მარცხითა და გამარჯვებებით, ტრავმებით, ღია ჭრილობებითა და განკურნებებით.
შენი ქვეცნოებიერი გონება შენს პიროვნებას ურთიერთსაპირისპირო ვნებების ბრძოლის ველად აქცევს, სადაც ეჩეხები შინაგან და გარეგან კონფლიქტებს, მენტალურ ან ფიზიკურ დარღვევებს.
პიროვნება - ეს შენი წარსული და ახლანდელი ურთიერთობების, უკვე განვლილი თუ გასავლელი გზების განსხეულებაა.
სწორედ ამიტომ,
თუკი მშვიდობისა და განკურნების კარის გაღება გსურს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღო შენ.
2. შენი სხეული - როგორც სიცოცხლის დასტური.
ახლა, როცა ამ სიტყვებს კითხულობ, მხოლოდ ერთი წუთით გთხოვ,
წარმოიდგინე საკუთარი სხეული სივრცეში, როგორც ლეონარდო და ვინჩის "ვიტრუვიუსის ადამიანი."
წარმოიდგინე შენი სხეული და მიჰყევი ფიქრებს, რომლის თანახმადაც შენ ხარ მთლიანი, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი არსება, როგორც გონებისა და სხეულის ერთიანობა.
შენი სხეული სწორედ ის ადგილია, სადაც მრავალი ფიზიოლოგიური პროცესი იღებს სათავეს - უჯრედების დაყოფა და გამრავლება, რეფლექსები, გამოყოფა, მგრძნობელობა, ჰორმონული ბალანსი ან დისბალანსი, ნეირონული სიგნალების გადაცემა, მეტაბოლიზმი, დისფუნქციები, დაავადებები, და განკურნება.
აქ იწრთობა შენი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა ენერგიებისა და ნივთიერებათა ცვლის საფუძველზე.
და ამ "სახლის" ერთადერთი მფლობელი ხარ შენ.
3. შენი გარემო - ადამიანები, მოვლენები, ცხოვრების წესი, კლიმატი, პოლუტანტები ანუ ყველაფერი ის, რაც ქმნის ან არღვევს შენს მთლიანობას.
შენი გარემოცვა, ადამიანები, რომელთაც ხვდები, მიმდინარე მოვლენები - ყველაფერი ერთად ქმნის შენს გამოცდილებას, გავლენას ახდენს ემოციებსა და ზოგად ჯანმრთელობაზე.
ამ ასპექტშიც მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, შეარჩიო ისეთი გარემო, რომელიც გამოკვებავს შენს სულს, დაგეხმარება ზრდასა და განვითარებაში.
დაამყარე ურთიერთობები, რომლებიც შეგმატებს ძალას. და რა თქმა უნდა, დაიცავი ჯანსაღი ცხოვრების წესი.
4. დაავადება - ფაზლის არასწორი ფიგურა, პირველ სამ ასპექტს შორის არაჯანსაღი ინტერაქციის შედეგი.
გაიხსენე დღე, როდესაც კიბოს დიაგნოზი დაგისვეს. ამ დღიდან, თითქოს, რაღაც შეიცვალა. რაღაც, მნიშვნელოვანი მოხდა.
ერთი მხრივ, შენმა პიროვნებამ მსხვრევა დაიწყო, მეორე მხრივ კი სული-სხეულის ამ რევოლუციამ გიკარნახა, რომ
შენ აღარასდროს იქნები იგივე პიროვნება, როგორიც იყავი ადრე და აღარც შენი სხეულის ბუნებრივი დინება დაუბრუნდება იგივე კალაპოტს.
მსგავსი რამის გაცნობიერება აუცილებლად იწვევს დაუბნეულობას, შფოთვას, დეპრესიას.
სიმსივნე კი თავის მხრივ, როგორც ფაზლის არასწორი ფიგურა,
როგორც საათის არასწორი ისარი, ქაოსსა და დესტრუქციას უქადის ცხოვრებას.
ხარ თუ არა მზად, თავიდან შექმნა შენი ცხოვრება?
შეეცადე, დაავადება დაინახო იგივე კონტექსტში, როგორც:
იშორებ ყველაფერს, რაც გიქმნის საფრთხეს.
ყრი ნარჩენებს (ნაგავს),
არ დაიჯერო, რომ დაავადება უფრო ძლიერია, ვიდრე შენ. დაიჯერე, რომ შენ გაქვს გაცილებით დიდი ძალა, რადგან გქვია ადამიანი.
არ დაიჯერო, რომ კიბოს უჯრედებს შეუძლია იბრძოლოს შენს წინააღმდეგ. დაიჯერე, რომ ეს შენ ხარ, ვისაც ბრძოლა შეუძლია დაავადების წინააღმდეგ, რადგან ადამიანი გქვია.
არ დაიჯერო, რომ დაავადებას შეუძლია შენი დამარცხება. დაიჯერე, რომ ეს შენ ხარ, ვინც ამარცხებს კიბოს, უშიშრად, რადგან ხარ ადამიანი.
არ მიიღო დაავადება როგორც შენი ცხოვრების ნაწილი.
არ მისცე დაავადებას უფლება, გახდეს დომინანტი შენს ფიქრებში.
გჯეროდეს, რომ ის ვერასდროს გახდება შენი ცხოვრების მოზაიკის ნაწილი.
მიიღე და აღიარე მხოლოდ, დიაგნოზი.
შეადგინე გამოჯანმრთელების გეგმა, დაისახე ცხოვრებისეული მიზნები, მიჰყევი ცხოვრებას ისე, როგორც ამას გააკეთებდი გამოჯანმრთელების შემდეგ.
მიეცი თავს უფლება, იყო ის, ვინც აკეთებს არჩევანს, ვინც იბრძვის და იმარჯვებს თავისი სიცოცხლისთვის.
გადააწყვე ფიქრები ისე, რომ დარწმუნდე - კიბოს არ შეუძლია ბრძოლა. მას არ აქვს მიზანი, ის მიჰყვება ინერციას. შესაბამისად,
კონტროლი შენს ხელშია.
შეეცადე, შეინარჩუნო ცივი გონება და სიმშვიდე.
კონტროლი შენს ხელშია, მაშინ, როცა გეგმავ შენს მკურნალობას, მიჰყვები ექიმის მითითებებს, ზრუნავ საკუთარ მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, როცა მომზადებული ხვდები შესაძლო ტკივილსა და ყველა ცვლილებას, მაგრამ უშიშრად ელოდები შენს რიგს პიველი ქიმიოთერაპიის სესიაზე.
კონტროლი შენს ხელშია.
მზად ხარ, რომ თავიდან ააწყო შენი ჯანმრთელობა?
სიყვარულით, ნინა
Used Source: Bell, M. L., & Ebisu, K. (2012). Environmental inequality in exposures to airborne particulate matter components in the United States. Environmental Health Perspectives, 120(12), 1699–1704.
Comments